ავსტრალიელმა მილიარდერმა ენდრიუ ფორესტმა ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად ფონდი შექმნა. მილიარდერმა, რომლის კომპანიებიც ავსტრალიაში წიაღისეულს მოიპოვებენ, განაცხადა, რომ მისი მიზანია უკრაინიი რეკონსტრუქციისთვის 25 მილიარდი დოლარი შეგროვდეს.
თავად მილიარდერმა და მისმა მეუღლემ კი ფონდში 500 მილიონი დოლარი უკვე ჩარიცხეს. ფორესტის თქმით, ფონდში შეგროვებული თანხის გამოყენება და უკრაინის აღდგენა მას შემდეგ დაიწყება, რაც რუსული ძალები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ.