მიმდინარე წელს, შიდა ინფექციებზე 91 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა, საიდანაც ინფექციის კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო 59 დაწესებულება ჯამში 253 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან „ინტერპრესნიუსის“ საპასუხოდ გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 დაწესებულებას მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო 28 დაწესებულების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა ამ ეტაპისთვის დასრულებული არ არის.
რაც შეეხება სანებართვო პირობების გამოსწორებას, როგორც უწყებაში განმარტავენ, სანებართვო პირობების გამოსწორების მდგომარეობა გადამოწმდა 11 სამედიცინო დაწესებულებაში, 2 დაწესებულებაში გამოსწორდა სანებართვო პირობები, ხოლო 9 შემთხვევაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.