ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის საჭიროებაზე განაცხადა. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის შესახებ სტოლტენბერგმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე აღნიშნა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, უკრაინის ქალაქებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ხალხზე რუსული სარაკეტო დარტყმები რუსეთის უკანონო ომის ნათელი შეხსენებაა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის ამოცანაა უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და ესკალაციის თავიდან აცილება.