ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პარტია "ლელო" უარყოფითად აფასებს. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ვარჰეი ევროპის პოლიტიკური სივრციდან გარიყული ვიქტორ ორბანის პარტიის წარმომადგენელია და მისი პოზიცია ევროპარლამენტარების უკიდურესად კრიტიკულ განცხადებებს არ ცვლის. სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ახლა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროპული ძალების ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება.