შაჰ-დენიზის საბადოდან, საიდანაც გაზის ექსპორტი საქართველოში, თურქეთსა და ევროპაში ხორციელდება, იანვარ-ოქტომბერში გადაქაჩული გაზის მოცულობამ 17 ათას მლრდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. ეს კი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 19%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის ექსპორტის წილმა აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 54% შეადგინა. მთლიანობაში, იანვარ-ოქტომბერში ამ მაგისტრალური გაზსადენებით თითქმის 32 მლრდ კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა, რაც 11%-იანი ზრდის მაჩვენებელია.