რა მოხდა პოლონეთში და ვინ გაისროლა რაკეტა, მსოფლიო ლიდერები დღეს ამ კითხვაზე პასუხს ეძებენ. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად გაისროლეს. პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას ცნობით კი არ არსებობს მინიშნება, რომ სამშაბათს ჩამოვარდნილი რაკეტა პოლონეთზე „წინასწარ განზრახული თავდასხმა“ იყო. რა გამოხმაურება მოჰყვა შეთხვევას საერთაშორიო არენაზე და რა პოზიციებს იკავებენ მხარეები.