საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-9 როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული კაპიტან ამირან ბიჭაშვილის მეთაურობით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, სამხედრო-საწვრთნელ მისიას ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში 2017 წლის 31 იანვრიდან მონაწილეობს.