შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მილოცვის წერილს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა პატივს სცემს და იზიარებს ერთიან ევროპულ ფასეულობებს, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და თავისუფლებების დაცვა გარანტირებულია კონსტიტუციით. მისი თქმით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცის და სტაბილური განვითარების მყარი საფუძველია.