საარჩევნო სისტემის მზაობა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვვევები - ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა ამ საკითხებზე საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს.
ოფიციალური ვიზიტით მყოფ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობა შეხვდა. მათი თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩვენების ელექტრონული წესით ჩატარება იყო. მათივე შეფასებით, ქვეყანამ საარჩევნო რეფორმის მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
დღესვე ეუთო-ოდირის წარმოამდგენლებმა საპარლამენტო უმცირესობის ნაწილის პოზიციებიც მოისმინეს. პარტია ლელოს და მოქალაქების აზრით, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების დაბლოკვამ პროცესს ჩრდილი მიაყენა.