საქართველოში რიგით მე-3 ფინანსისტთა და ბუღალტერთა ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართება. თუ ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ ფინანსური, საგადასახადო, ბუღალტრული დარგების განვითარებაში ან თქვენი სამსახურის ფინანსური დირექტორი, ფინანსური მენეჯერი, აუდიტორი, მთავარი ბუღალტერი, ეფექტურად უმკლავდება რისკების მართვას, გაზარდა გაყიდვები, დანერგა დოკუმენტ-ბრუნვის ელექტრონული სისტემა და ეფექტურად მართავს საწარმოს, მაშინ, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ შესაბამისი რეგისტრაცია, მიიღოთ კონკურსში მონაწილეობის უფლება, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართება და მოიპოვოთ წლის ფინანსისტის, წლის ბუღალტრის ჯილდო.
"ბიზნეს პალიტრას" სტუმარია საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის დამფუძნებელი ტატა ბერიძე