ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2022 წლის თანასწორობის კვირეული გახსნა. სტუდენტები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებების სერიაში, რომლის მიზანი საქართველოში მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ საჯარო დისკუსიის ხელშეწყობაა.
თანასწორობის კვირეული სლოგანით „საქართველო ჩვენშია“ 15-22 ნოემბერს იმართება. ღონისძიებას ესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.