პირველადი მიგნებებით, რუსული რაკეტები, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, უკრაინის ძალების მიერ იყო გაშვებული. ინფორმაციას Associated Press-ი აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი განცხადებით უკრაინელები რუსული ზალპისგან თავდაცვას ცდილობდნენ, რომელიც ელექტრო ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკვე გამოთქვეს ვარაუდი, რომ რაკეტები რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, შესაძლოა რუსული მხარის მიერ არ იყო გაშვებული.
ანჯეი დუდას თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე აფეთქება ერთჯერადი ინციდენტი იყო და არ არსებობს მინიშნებები, რომ ეს კვლავ განმეორდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ზოგიერთი ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამასთან, დღეს ნატოს ელჩები პოლონეთის მთავრობის მოთხოვნით, ალიანსის ხელშეკრულების მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვედრას გამართავენ. ნატო-ს დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, წევრებს შეუძლიათ წამოაყენონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით თუკი ეს წევრი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება.
რუსეთმა ბრალდებებთან დკავაშირებით ჯერ კიდევ გუშინ გვიან ღამით გაავრცელა განცხადება,. თავდაცვის სამინსტროს თქმით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც ვითარების ესკალაციისკენ არის მიართული.