„დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტზე არიან შეკრებილი, საგანგებო შეხვედრა გამართეს მას შემდეგ, რაც რუსული წარმოების რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გაერთიანებული სამეფოს პრეიერ-მინისტრი, რიში სუნაკი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, კანადის პრეზიდენტი, ჯასტინ ტრუდო და იაპონიის პრემიერი, ფუმიო კიშიდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესპანეთის პრეზიდენტი, პედრო სანჩესი, იტალიის პრემიერი, ჯორჯია მელონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
ამასთან, ჯო ბაიდენი, რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას დღეს დილით ტელეფონით ესაუბრნენ.