2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 502 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გზავნილები წინა წელთან შედარებით 143%-ით არის გაზრდილი.ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა, რაც ათიათასობით მიგრანტის მიერ გამოტანილ დანაზოგებს უკავშირდება. ოქტომბერში რუსეთის ფედერაციიდან სულ 299 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 726%-ით მეტია.მეორე ადგილს იტალია იკავებს, საიდანაც 36 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, მესამე პოზიციაზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც ოქტომბერში 30 მილიონი გადმორიცხეს.