ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განმარტებით, რეკომენდაციების შესრულებისთვის ეროვნული კონსესუნსია საჭირო, ამ პროცესში კი აუცილებელია პოლიტიკოსებს ერთიანობა. ევროკომისრის გზავნილებს ეხმაურებიან ოპოზიციაში. მათი განმარტებით, მთავარი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება, ოპოზიციის ფუნქცია კი ქართული ოცნების სწორ გზაზე დაყენებაა. სალომე სამადაშვილის განმარტებით, ოლივერ ვარჰეიმ დიპლომატიური გზა აირჩია, როდესაც ოლიგარქიის თემაზე ბიძინა ივანიშვილზე დასმული კითხვა უპასუხოდ დატოვა.