უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.
მაქარაშვილის ინფორმაციით, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ერნესტ მაჭარაშვილის სიცოცხლე შეეწირა.
„ბოროტებასთან ბრძოლაში მაჭარაშვილების ოჯახმა უკვე მეორე ვაჟკაცი დაკარგა!“, - წერს გიგა მაქარაშვილი.
ცნობისთვის, ერნესტ მაჭარაშვილი 25-ე ქართველი სამხედროა, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა.