წლის ბოლოსათვის დოლარი/ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.70 იქნება - "თიბისი კაპიტალი" - Palitra News

წლის ბოლოსათვის დოლარი/ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.70 იქნება - "თიბისი კაპიტალი"

2022-11-15 13:20:40+04:00

წლის ბოლოსათვის დოლარი/ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.70 იქნება. პროგნოზს „თიბისი კაპიტალი“ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ლარის კურსის საპროგნოზო მოდელში დამატებითი ინფორმაციის ასახვის შედეგად, ისინი აუმჯობესებენ წლის ბოლოსათვის დოლარი/ლარის დაახლოებით 2.80-იანი ნიშნულის პროგნოზს დაახლოებით 2.70-მდე.

ამასთან, მომდევნო წელს, ძირითადად სავარაუდოდ რუბლის შედარებითი დასუსტებისა და საქართველოში დაბალი ინფლაციის გათვალისწინებით, მხოლოდ მცირედით სუსტი ლარი,"როგორც ჩანს, საბაზო სცენარია, მომდევნო წლებში დოლართან უკვე უფრო მეტი გამყარებითა და ევროსთან გაუფასურებით", - ნათქვამია თიბისი კაპიტალის ანალიტიკურ ინფორმაციაში.