საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა აღკვეთა. დაკავებულები არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.
დადგენილია მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქისა და სხვა მონაწილე პირების ვინაობაც.
ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც აღმოჩენილია მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია.