ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას ამ კვირაში გაასაჯაროვებენ. უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ, არ დააკონკრეტა, გაითვალისწინებს თუ არა მმართველი პარტია ექსპერტების დასკვნას. საქართველოს მე-3 პრეზიდენტის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე კი ამბობს, რომ ადვოკატებისთვის უცნობია დასკვნის შინაარსი.