ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, პუტინის ომს მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე მიჰყავს. მისი თქმით, ევროკავშირი აგრძელებს სასურსათო უსაფრთხოების მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში. ევროკომისიის პრეზიდენტმა სასურსათო დახმარების 210 მილიონი ევროთი გაზრდის შესახებ განაცხადა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა „დიდი ოცეულის“ სამიტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აუცილებელია სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების კუთხით რუსეთის ომის გლობალური შედეგების მოგვარება.