18 ნოემბერს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და განათლების მინისტრს მოუსმენენ. ბიუროს გადაწყვეტილებით, მათ ანგარიშისა და კითხვებზე პასუხის გასაცემად 3 საათი ექნებათ. მინისტრთა კაბინეტის წევრები საპარლამენტო ოპოზიციამ ინტერპელაციის წესით სექტემბერში დაიბარა.