მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო. პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილი წერილის მიხედვით, სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვლავ კლინიკა „ვივამედშია" მოთავსებული.