თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოცდის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოვარდა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი სტუდენტი ავრცელებს.
„დღეს, გამოცდის დროს, 30-33 სექტორში (თსუ საგამოცდო ცენტრი, მაღლივი.) ჩამოვარდა სახურავი და სტუდენტებს დაეცათ თავზე. ჩამოვარდნამდე 1 საათით ადრე, ხმა ჰქონდა სახურავი რომ ჩამოიწია. ბავშვებმა დამკვირვებლებს უთხრეს, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია. კარგად რომ გაარემონტეს იმის შედეგია ალბათ.პ. ს ის ბავშვები როგორ ხართ თავზე რომ დაგეცათ?", - წერს სტუდენტი სოციალურ ქსელში და საგამოცდო სექტორის ფოტოს აქვეყნებს.