ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური გულწრფელობა თითოეული კანდიდატის მხრიდან. თუკი არსებობს კულისებიდან ჩარევის ალბათობა, ამაზეც უნდა იყოს რეაგირება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩო დოლიძემ „რადიო პალიტრას“ „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა, რითაც მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი შიდაპარტიული არჩევნები შეაფასა.