ირანმა, საპროტესტო აქციების მონაწილის მიმართ, პირველი სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. ირანის რევოლუციურმა სასამართლო აქციის მონაწილეს თეირანში სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებაში ადანაშაულებდნენ. კიდევ ხუთ მომიტინგეს სასამრთლოს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. მას შემდეგ რაც პოლიციამ 22 წლის ქალი- მაჰსა ამინი მოკლა, ირანში აქციები არ წყდება.