მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი და "ვივამედში" დაგეგმილი კონსოლიუმი გადაიდო - Palitra News

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი და "ვივამედში" დაგეგმილი კონსოლიუმი გადაიდო

2022-11-14 15:07:24+04:00

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო. პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილი წერილის მიხედვით, სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვლავ კლინიკა „ვივამედშია" მოთავსებული.

გადაიდო კონსილიუმიც, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გამართულიყო. ექიმებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებზე უნდა ემსჯელათ.