უკრაინის გენშტაბის ინფორმაიციით, რუსულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მათივე ცნობით, მტერმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც გამოიყენა.
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები შვიდი დასახლების ტერიტორიაზე მოიგერიეს. ომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ოპერატიული სარდლობა „სამხრეთიც“. მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული კვირის განმავლობაში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე 179 დასახლება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსები „აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს და საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობას მდინარის აღმოსავლეთ ნაპირზე“. სარდლობის სპიკერის, ნაზაროვის ინფორმაციით, რუსებს შავ ზღვაში 14 საბრძოლო ხომალდი და ერთი რაკეტების გადამზიდი ჰყავთ, რომელიც რვა ფრთოსანი რაკეტითაა აღჭურვილი.