თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სიმფონიეტა" მერვე "თბილისის ბაროკო ფესტივალს" მართავს. „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი ძველებური მუსიკის ფესტივალია, სადაც ძველებური მუსიკა ბაროკოს პერიოდის ინსტრუმენტებით და ავთენტური შესრულების მანერით სრულდება.
ფესტივალში „საქართველოს სიმფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ანსამბლები და ძველებური მუსიკის სპეციალისტები. მერვე "თბილისის ბაროკო ფესტივალი" 9 ნოემბერს დაიწყო და კონცერტები რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე 15 და 27 ნოემბერსაც გაიმართება.