რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების შეკავების მიზნით, დასავლეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მილიტარიზაციას ახორციელებს. რუსეთის პირველმა დიპლომატმა ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში მისი ქმედებების გამო გააკრიტიკა. ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მომხრეა ისეთ ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მშენებლობის, რომელიც არის „თავისუფალი და ღია, სტაბილური და უსაფრთხო“.