ნევადაში გამარჯვების შედეგად, „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს. დემოკრატმა სენატორმა ქეთრინ კორტეს მასტომ „რესპუბლიკელი“ კონკურენტი ადამ ლაქსალტი დაამარცხა, რომელსაც მხარი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუჭირა. „დემოკრატების“ კანდიდატმა ხმების 48,7% მოიპოვა, „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა კი 48,2%. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის "ძალიან კმაყოფილია" არჩევნების შედეგებით. თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ ისინი ახლა ჯორჯიის შტატზე არიან ფოკუსირებულები.