აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგების დათვლა მიმდინარეობს. „ბიბისის“ პროგნოზით, არიზონას შტატში გამარჯვებული დემოკრატი მარლ კელი გახდება. ეს პროგნოზი თუ გამართლდება, მაშინ დემოკრატებს კონგრესის ზედა პალატაში 49 მანდატი ექნებათ და უმრავლესობის მისაღებად დამატებით მხოლოდ ერთი შტატში მოგება დასჭირდებათ. ამჟამად, ხმების დათვლა გრძელდება ნევადაშიც, სადაც რესპუბლიკელ კანდიდატს მცირე უპირატესობა აქვს. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის რესპუბლიკელებს 211 მანდატის მოპოვების შანსი აქვთ, ხოლო დემოკრატებს კი 207-ის.