სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარია მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
დაშავებულები სასწაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში კლინიკა ,,სენამედში“ გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი საშუალო სიმძიმის.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.