თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უკრაინელების მიერ ხერსონის დაბრუნებას არაჩვეულებრივ გამარჯვებად აფასებს. მისი თქმით, ხერსონი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქია და უკრაინელებისთვის მისი დაბრუნება დიდი გამარჯვებაა. სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ ხერსონში გამარჯვებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსების მდინარის გაღმა განდევნის შესაძლებლობა ნიშნავს, რომ შემცირებულია საფრთხე ისეთი ადგილებისთვის, როგორიცაა ოდესა და შავი ზღვის სანაპირო.