საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იურიდიულ კომიტეტზე დღეს იმ კანონპროექტის დარედაქტირებული ვერსია წარადგინა, რომლის მიხედვითაც მანქანების დრიფტზე და სხვა სახის დარღვევებზე ჯარიმები იზრდება. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ცვლილებები დიდი ალბათობით წლის ბოლომდე იქნება მიღებული, მისი მთავარი მიზანი კი ავტოსაგზაო შემთხვევის შემცირება იქნება. კანონპროექტის დამატებითი განხილვა უკვე სასესიო სხდომებზე გაგრძელდება.