რუსი ოკუპანტები სოფელ ატოცში ახალ საგუშაგოს აგებენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის თქმით, უკანონო აქტივობა ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე ფიქსირდება. დავით ქაცარავა უკანონო სამუშაოების ამსახველ კადრებსაც ავრცელებს. უკანონო აქტივობას განცხადებით ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სუსის ინფორმაციით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს. „ აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც.