ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 45 სამხედრო დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“შედგა მორიგი ტყვეთა გაცვლა - მოვახერხეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 მებრძოლის გათავისუფლება. მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში ჩვენს სახელმწიფოს იცავდნენ.
ასევე მოვახერხეთ ჩვენი ორი გარდაცვლილი დამცველის ცხედრების დაბრუნება.
ყველა უკრაინელს დავაბრუნებთ სახლში”, - წერს ერმაკი.