ნომბრის ტესტების პირველ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დინამო არენაზე ურუგვაის უმასპინძლა და მეტოქე 34:18 დაამარცხა. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ბორჯღალოსანთა მე6 ნომერმა ბექა გორგაძემ, რომელმაც პირველ ნახევარში სამი ლელოს დადება მოახერხა და შეხვედრის მიმდინარეობაში გარდამტეხი როლი ითამაშა. თაი Fაივ რუგბიმ გასული კვირის გამორჩეული შემადგენლობა დაასახელა, სადაც საქართველოს ნაკრების 26 წლის მეორე ხაზელიც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ბექა ერთადერთი მორაგბეა ე.წ. ტიერ 2-ის ქვეყნებიდან.
კვირის სიმბოლურში ახალი ზელანდიიდან 4 მორაგბე , ირლანდიიდან 3 , 2-2 არგენტინიდან და იტალიიდან და თითო-თითო – სამხრეთ აფრიკიდან, შოტლანდიიდან და საფრანგეთიდან მოხვდნენ.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას, 12 ნოემბერს, კვლავ თბილისში დინამო არენაზე, ამჯერად სამოას ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. დარჩენილ ორ შეხვედრაში ბორჯღალოსნების ტრავმის გამო ვერ დაეხმარება გიორგი კვესელაძე, რომელსაც განაცხადში თორნიკე კახოიძე ჩაანაცვლებს.