საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას მაროკოს წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებულ საამიროების, ქალაქ შარჯაში, 17 ნოემბერს შედგება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული ნაკრებში მაროკოსთან მატჩისთვის 22 ფეხბურთელია გამოძახებული.
შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - 21 წლამდე ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგური მატჩისთვის მოემზადებიან. 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი თბილისში შეიკრიბება. 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება.
გიორგი მიქაუტაძე და დავით ხოჭოლავა საკლუბო მატჩების გამო, წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ოთარ კაკაბაძე და ბუდუ ზივზივაძე გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან. სანიოლის გადაწყვეტილებით განაცხადში ვერ მოხვდა ირაკლი აზაროვი და გურმა გიორბელიძე.
საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე ქალაქ შარჯაში გაიმართება.