ბრიუსელში დანით შეიარაღებული პირი პოლიციელებს თავს დაესხა. მოკლულია ერთი პოლიციელი, კიდევ ერთი კი, დაშავებულია. შემთხვევა ბრიუსელის რკინიგზის ჩრდილოეთ სადგურთან მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე ცეცხლი გაუხსნა, ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თავდამსხმელის მოქმედების მოტივი უცნობია გამოძიებას ანტიტერორისტული უწყება აწარმოებს.