უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინის ჯარები გეგმის მიხედვით აგრძელებენ შეტევას ხერსონის ოლქში და მათ პირველი ოქტომბრიდან დღემდე თითქმის 1400-ი კვადრატული კილომეტრი ფართობი ტერიტორია დაიბრუნეს. მისი თქმით, მოწინააღმდეგის ყოველი ეგრეთ წოდებული „კეთილი ნების ჟესტის" მიღმა დგას უკრაინის ჯარების კოლოსალური ძალისხმევა.