"დაეწვათ რუბლები მაგათ...", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც თბილისის მერიის წინ ჩატარებულ აქციას ეხებოდა.
ცნობისთვის, თბილისის მერიის წინ პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პერფომანსი სახელწოდებით „კორუფციის გამოფენა“ მოაწყო. მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „კახა კალაძემ თავის მეჯვარეს 16 მილიონის ღირებულების ქონება 1 ლარად გადასცა”, „კახა კალაძემ თავისი ცოლის მეჯვარეს ვაკეში 12 დოლარად მიწა სპორტკომპლექსის ასაშენებლად გადასცა”. ასევე პერფომანსის ორგანიზატორებმა აქციის დროს წარადგინეს ხმოვანი ჩანაწერი: „მეტროსადგურ „გოცირიძეს” მატარებელი გაივლის გაუჩერებლად.