"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებებით, ე.წ ქოლ-ცენტრების საქმის უკან დავით კეზერაშვილი დგას, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. მათი განცხადებით, ვინც არ უნდა იდგეს „ქოლ-ცენტრების" უკან, „ქართული ოცნების" სათანადო „კურთხევის“ გარეშე, ეს სქემა ვერ იმუშავებდა. ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებით, არ აქვს მნიშვნელობა მმართველი პარტია ვის რას დააბრალებს, რადგან პირველ რიგში ისინი იქნებიან დამნაშავე აღნიშნულ პროცესებში.