მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ ევროზონაში 93 მილიონ 971 ათასი დოლარის ქართული წარმოების საკვები და სასმელი პროდუქტები გაიტანა, რაც 4,5 მლნ დოლარით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე, თუმცა, მეტია 2020 და 2019 წლების იანვარ-სექტემბრის მონაცემებზე.
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ რა გავიტანეთ ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოდან ევროპის ბაზარზე, ესენია: თხილი და სხვა კაკალი - 42 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების, ყურძნის ნატურალური ღვინოები დაახლოებით 24 მლნ დოლარის ღირებულების, მინერალური და მტკნარი წყლები, ასევე შედარებით მცირე რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ციტრუსების ნაყოფი და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქტები.