თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ” ევროლიგის მე-7 ტურში იტალიური დერბი მოიგო. ბოლონიელები სტუმრად “მილანოს” დაუპირისპირდნენ და შეხვედრა 5-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 64:59 მოიგეს.
თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ბოლონიელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 21 წუთი და 30 წამი ითამაშა, რა დროშიც ქართველმა 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. შენგელიამ 2-დან ვერცერთი საჯარიმო ვერ გამოიყენა და მატჩი 12 ქულით, 2 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა.შეხვედრის MVP სერბი კალათბურთელი, მილოშ ტეოდოსიჩი გახდა. თორნიკეს თანაგუნდელმა 17 წუთში 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.
ცნობისთვის, “ვირტუს ბოლონიასთვის” ეს სეზონში მესამე გამარჯვება იყო. შენგელიას გუნდი 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა და ევროლიგის მომდევნო ტურში “ვალენსიას” უმასპინძლებს.