ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება და ევროკომისიაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. დავითაშვილი უკვე შეხვდა ევროკომისრებს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებში. შეხვედრისას განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება.
როგორც ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში აღნიშნა, ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება იმის გასაანალიზებლად, თუ რამდენად ეკონომიკურად მომგებიანი იქნება წყალქვეშა კაბელის მოწყობა ევროკავშირისა და საქართველოს დასაკავშირებლად.
ტრანსპორტის სფეროში ევროკომისართან შეხვედრისას კი საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობისა და მისი პერსპექტივების შესახებ წარიმართა.