ცნობილი ხდება, რომ ცუკერბერგმა კომპანია Meta-დან თანამშრომლების 13%-ის განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. შემცირების შემდეგ, ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს 11,000 თანამშრომელი დატოვებს, რაც Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანიის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
Meta-ს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ინვესტორთათვის მოსალოდნელი იყო, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიის ხარჯები თითქმის 20%-ით, 22 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასულ თვეებში Meta-ს ირგვლივ ბუნდოვანებამ და დაბნეულობამ მოიყარა თავი.
კომპანიის ფლაგმანი პლატფორმა Facebook ახალგაზრდა მომხმარებლებს კარგავს და შემოსავლის პრობლემა უჩნდება Apple-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამო.
გარდა ამისა, ინვესტორები არ არიან დარწმუნებული ცუკერბერგის მეტავერსის იდეის მიზანშეწონილობაში. გასულ თვეში, ინვესტორებმა 80 მილიარდი დოლარი დაკარგეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანიის მოგება მესამე კვარტალში განახევრდა.