საფინანსო სექტორში შესაძლოა საშუალო ზომისა და სტაბილური ბიზნესმოდელის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტი შეიქმნას, რომელიც სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განმარტებით, კანონპროექტი ახალი ფინანსური ინსტიტუტის - მიკრო ბანკის საზედამხედველო ჩარჩოს გამჭვირვალედ და ეფექტიანად დანერგვის უზრუნველსაყოფად, ასევე მიკრო ბანკის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის მომზადდა. მისივე თქმით, გაიზრდება საფინანსო პროდუქტების ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით რეგიონებში.
მიკრო ბანკებს სოციალური მისიაც ექნებათ, რაც მცირე ბიზნესის განვითარების შედეგად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უკავშირდება.