კრემლის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგს არ ექნება არსებითი გავლენა რუსეთ - ამერიკის ურთიერთობებზე, რომელიც, დიდი ალბათობით ცუდ მდგომარეობაში დარჩება. პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ არჩევნები არსებითს ვერაფერს შეცვლის. მისივე თქმით, ურთიერთობები ჯერ კიდევ არსებობს და დარჩება, როგორც ცუდი.