"მილანის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
2007 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულის თქმით, დასანანია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ერლინ ჰოლანი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებენ.
"ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია. ჩემთვის მისი თამაში სიურპრიზი იყო, სამწუხაროა, რომ ის და ჰოლანი მუნდიალს გამოტოვებენ, მოედანზე სხვაობას სწორედ ასეთი მოთამაშეები ქმნიან, რადგან იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც სხვებს არ შეუძლიათ" - განაცხადა "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბერს, მასპინძელ კატარის ნაკრებისა და ეკვადორის თამაშით გაიხსნება.