ნაპოლიმ სერია A-ში წარმატებული სერია გაზარდა და ზედიზედ მე-10 თამაში მოიგო. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ემპოლი მძიმედ, მაგრამ მაინც 2:0 დაამარცხა.
კვარაცხელიას წელის ტრავმა ისევ აწუხებს და ამიტომაც არ უთამაშია. ქართველი ფეხბურთელი სტადიონზე იყო და მატჩის წინ(სტადიონის დიქტორმა გამოაცხადა კიდეც, რომ შეხვედრას ესწრებოდა, რასაც "სტადიო მარადონას" პუბლიკის ოვაციები მოჰყვა.
„ემპოლის“ დაცვა ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა მეორე ტაიმში გატეხა მან 69-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ირვინგ ლოსანომ გაიტანა და „ნაპოლი“ დააწინაურა. შეცვლაზე შესული ირვინ ლოსანო კი მატჩის გმირი გახდა – 74-ე წუთზე, მასთან უხეშობისთვის, „ემპოლის“ ცენტრალური მცველი სებასტიანო ლუპერტო მოედნიდან გააძევეს და სტუმართა ამოცანა, გადაერჩინათ თამაში, ფაქტობრივად, შეუსრულებელ მისიას დაემსგავსა.
88-ე წუთზე ლოსანომ ამჯერად საგოლე გადაცემა შეასრულა. მექსიკელმა შემტევმა მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა, მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და საჯარიმოში პიოტრ ზელინსკი მოძებნა, რომელმაც „ემპოლის“ კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
ნაპოლიმ სერია A-ში ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა და 38 ქულით სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. გუნდი მომდევნო ტურში 12 ნოემბერს, უდინეზეს უმასპინძლებს და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა, კვარაცხელია ამ მატჩისთვის გამოჯანმრთელებას. უდინეზესთან თამაშის მერე კი მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზა იწყება და სერია A იანვარში განახლდება.